ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 4. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10317&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და დედაკაცი ერთი ძეთა მათგანი წინაწარმეტყუელთა ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონა შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონა შენი მოშიში უფლისა იყო, და მასესხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი შვილნი ჩემნი მონად თჳსად.

2 და ჰრქვა მას ელისე: რა გიყო შენ, მითხარ მე, რა გიც სახლსა შენსა? და მან თქუა: არარა არს სახლსა მჴევლისა შენისასა გარნა ჭურჭელი ერთი, რომელსა დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

3 და ჰრქუა მას ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭელი მოცალე ყოვლისაგან გარემოთა შენთა და ნუ მცირედ.

4 და შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და დაჴაშ კარი შენი და ისხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა ვიდრე აღვსებადმდე.

5 და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.

6 და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

7 და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.

8 და იყო დღე ერთი და მივიდა ელისე სომნად: და მუნ იყო დედაკაცი ერთი მდიდარი და აიძულა რა ჭამად პურისა და არნ მრავალ ჟამ მისლვასა მისსა, მუნ შევიდის ჭამად და სუმად.

9 და ჰრქუა დედაკაცმან ქმარსა თჳსსა: აჰა, უწყი, რამეთუ კაცი ესე ღმრთისა წმიდა არს და მარადის ამიერ მავალ არს.

10 უქმნეთ მას ქორი მცირე და დაუდგათ მუნ ცხედარი და ტაბლა და სავარძელი და სანთელი. და იყოს, მოსლვასა მისსა ჩუენ თანა მუნ შევიდოდეს.

11 და იყო დღე ერთი და მოვიდა მუნ ელისე და შევიდა ქორსა მას და დაიძინა მუნ.

12 და ჰრქუა გეეზის, მსახურსა თჳსსა: მოუწოდე სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეეზი და მოვიდა და დადგა წინაშე მისა.

13 და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.

14 და ჰრქუა ელისე გეეზის: არ წეს არს მაგისა ყოფად. და ჰრქუა გეეზი, სახურმან მისმან: ესე უწყი, რამეთუ შვილი არა უვის მაგას და ქმარი მაგისი მოხუცებულ არს.

15 და თქუა ელისე: მოუწოდე მას დედაკაცსა და გამოვიდა და დადგა კართა მათ მის სახლისათა.

16 და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: ჟამთა მათ ამას დღესა გაქუნდეს შენ ყრმა მჴართა შენთა. და ჰრქუა მას დედაკაცმან ელისეს: ნუ, უფალო, კაცო ღმრთისაო, ნუ მბასრობ მე მჴევალსა შენსა.

17 და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე ჟამსა მას ოდენ, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარცა ეტყოდა მას ელისე.

18 და განმტკიცნა ყრმა იგი. და იყო, დღეთა მათ ოდენ მკისათა მოვიდა ყრმა იგი მამისა თჳსისა თანა მომკალთა მათ.

19 და ჰრქუა მამასა თჳსსა: თავი ჩემი მელმის. და უბრძანა მონათაგანსა ერთსა და მიიყვანა ყრმა იგი დედისა თჳსისა.

20 და აღიქვა იგი დედამან თჳსმან და დაისვა იგი მუჴლთა ზედა თჳსთა სამხრადმდე. და მოკუდა ყრმა იგი.

21 და აღიღო იგი და დადვა ცხედარსა მას ზედა ელისესსა, და გამოიჴშა კარი და გამოვიდა გარე ველად.

22 და უჴმო ქმარსა თჳსსა და ჰრქუა: მო-ნუ-ვინ-ავლინე ერთი მონათა მათგანი და ერთი ვირი და მივისწრაფო კაცისა მის ღმრთისა და მოვიქცე.

23 და ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რა არს, რომელსა მიხვალ შენ დღეს? რამეთუ არცა თვისთავი არს, არცა შაბათი. და ჰრქუა მან დედაკაცმან ქმარსა: შენ დუმენ.

24 და დაასხნეს ვირსა მას და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: წარიქციე და ვიდოდე და ნუ მელი მე აღსუმად მაგასა ზედა, ვიდრე გრქვა შენ.

25 და მიისწრაფე კაცისა მის ღმრთისა მთასა მას კარმელსა. და იყო, ვითარცა იხილა იგი ელისე მიმავალი მისსა, ჰრქვა გეზს, მსახურსა თჳსსა: აჰა ეგერა, სომანიტელი იგი მოვალს.

26 მიეგებე მას და არქუ: მშჳდობა არს შენდა და მშჳდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშჳდობით არსა ყრმა იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობაჲ არს.

27 და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

28 და თქუა დედაკაცმან: ვითხოე ნუ შვილი უფლისაგან ჩემისა? არა გარქუ, ვითარმედ: ნუ მეტყუვი მე?

29 და ჰრქუა ელისე გეეზს: შეირტყ სარტყელი წელთა შენთა და მიიღე კუერთხი ეგე ჩემი ჴელთა შენთა და წარვედ, და თუ ვინმე შეგემთხჳოს კაცი, ნუ აკურთხევ მას და, თუ ვინმე გაკურთხევდეს, ნუ მიუგებ მას სიტყუასა, და დასდევ კუერთხი ეგე ჩემი პირსა ზედა მის ყრმისასა.

30 და ჰრქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და აღდგა ელისე და შეუდგა მას.

31 და გეეზი წარვიდა წინა მათსა და დასდვა კუერთხი იგი პირსა მის ყრმისასა და არა იყო ჴმაჲ, არცა სმენა. და მიეგებოდა გეეზი და უთხრა ელისეს და ჰრქუა: არა აღდგა ყრმა იგი.

32 და შევიდა ელისე სახლსა მას და, აჰა, მომკუდარი მდებარე იყო სარეცელსა ზედა მისსა.

33 და შევიდა ელისე სახლსა მას და დაჴშნა კარნი, თაყუანი-სცა უფალსა და ილოცა უფლისა მიმართ.

34 და აღჴდა და დააწვა ზედა ყრმასა და დასდვა პირი თჳსი ზედა პირსა მისსა და თუალნი მისნი ზედა თუალთა მისთა, ჴელნი მისნი ჴელთა მისთა და შეიკუნძა მას ზედა და განტფეს ჴორცნი ყრმისანი მის.

35 და აღდგა ელისე და მივლო სახლსა მას შინა იმიერ ამიერ და აჴდა მეორედ, დააწვა ყრმასა მას ზედა შჳდგზის. და აღიხილნა ყრმამან მან თუალნი თჳსნი.

36 და ჴმა-უყო ელისე გეეზის და ჰრქუა: მოუწოდე აქა სომანიტელსა მას. და მოუწოდა მას გეეზი და შევიდა მისა და ჰრქვა მას ელისე: მიიყვანე ყრმა ეგე შენი!

37 და შევიდა დედაკაცი იგი და დავარდა ფერჴთა მისთა თანა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და მიიქუა შვილი იგი თჳსი და გამოვიდა.

მეოთხე მეფეთა 4:37 - Elisha Raises Dead Boy
Elisha Raises Dead Boy
38 და ელისე მიიქცა გალგალად. და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა და ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი სხდეს წინაშე მისსა. და ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: შეადგ შენ ქვაბი იგი დიდი და შეუგბოლე რა ძეთა მაგათ წინაწარმეტყუელთასა.

39 და განვიდა ველად კრებად არიოთისა და პოვა ვენაჴი დატევებული, და კრიბა მას შინა ნოიჭი სავსე წინამოთა და მოიღო და შთაყარა ქვაბსა მას საგბოლველსა და არა იცოდა, რა იყო.

40 და დაუგო კაცთა მათ წინაშე ჭამად, და ვითარცა იწყეს ჭამად, ღაღად-ყვეს და თქუეს: სიკუდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას. და ვერ ჭამდეს.

41 და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხით ქვაბსა მაგას და შთაასხეს და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა მას თჳსსა: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ. და არა იქმნა ვნება ქვაბისა მისგან.

42 და გამოვიდა კაცი ერთი ბეთსაისით და მოართვა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველ ნაყოფთა ჴუეზა ქრთილისა და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგეთ ერსა მაგას და ჭამონ.

43 და თქუა მსახურმან მან მისმან: რა ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: ჭამონ და დაუშთეს ნეშტი.

44 და დაუგო წინაშე მათსა, ჭამეს და დაუშთა ნეშტი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

<< ← Prev Top Next → >>