ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10314&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 ეცრუვა მოაბ ისრაჱლსა შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისა.

2 და გარდმოვარდა ოქოზია ქორსა მას არდაბაგით, რომელ-იგი იყო სამარიას, და დასნეულდა და წარავლინნა მოციქულნი და ჰრქუა მათ: მივედით და ჰკითხეთ ბაალს მწერსა, ღმერთსა მას აკკარონისასა, უკუეთუ განვერე მე ამას სენსა. და წარვიდეს კითხვად.

3 და ანგელოზი უფლისა უწოდდა ელიას თეზბიტელსა და ჰრქუა: აღდეგ და მიეგებოდე მოციქულთა მათ ოქოზია მეფისა სამარიასათა და არქუ მათ: არამე არსა ღმერთი ისრაჱლისა შორის და მიხვალთ თქუენ კითხვად ბაალისასა, მწერსა მას და ღმერთსა აკკარონისასა?

4 და არა ეგრე, არამედ ესრე იტყჳს უფალი: ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.

5 და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?

6 და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.

7 და ჰრქუა მათ მეფემან: რა ხატი იყო კაცი იგი, რომელი მოგეგებოდა და გრქუა სიტყუაჲ ეგე?

8 და ჰრქუეს: კაცი მატყიერ და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა. და თქუა: ელია თეზბიტელი არს იგი.

9 და წარავლინა ერგასისთავი ერგასისითურთ მისით, და მივიდეს მისა და ელია ჯდა ზედა თავსა მის მთისასა. სიტყუად იწყო ერგასისთავმან და ჰრქუა მას: კაცო ღმრთისაო, გიწოდს შენ მეფე, გარდამოჴედ მაგიერ!

10 მიუგო ელია და ჰრქუა ერგასისთავსა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარ მე, გარდამოჴედინ ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა.

11 და შესძინა მეფემან და მიავლინა სხუაჲ ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა და აღჴდა ერგასისთავი იგი და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა:კაცო ღმრთისაო, ესრე იტყჳს მეფე: გარდამოჴედ მაგიერ ადრე.

12 მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.

13 და შესძინა მერმეცა მეფემან მესამედ და მიავლინა ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა. და მივიდა მისა ერგასისთავი იგი მესამე და დაიდგნა მუჴლნი წინაშე ელიასა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: კაცო ღმრთისაო, დიდებულ-ყავ თავი მონისა შენისა და თავნი ერგასის ამათ მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

14 რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

15 და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.

16 და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.

17 და მოკუდა ოქოზია მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია (და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიასა ათორმეტ წელ წელსა მას მეთურამეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასსა, და ქმნა ბოროტი წინაშე, უფლისა, ხოლო არა ვითარცა ძმათა თჳსთა და დედამან თჳსმან, დაამჴუნა ძეგლნი იგი ბაალისნი, რომელ აღმართნა მამამან მისმან და დამუსრნა იგინი, ხოლო ცოდვასა მას სახლისა იერობოამისასა, ძისა ნაბატისა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა. და განრისხნა გულისწყრომითა უფალი სახლსა ზედა აქაბისასა) და მეფობდა იორამ, ძმა მისი, მის წილ წელსა მესამესა იორამ მეფისა იუდეასსა, ძისა იოსაფატისსა, რამეთუ არა ესვა მას ძე.

18 და ნეშტნი სიტყუათა ოქროზისთანი და, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, ყოველი წერილ არს წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

<< Prev Top Next → >>