ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 29. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10265&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და შეკრბეს უცხოთესლნი იგი, მოვიდეს და დაიბანაკეს აფეკს და ისრაჱლმან აენდომს, რომელ-იგი არს იეზრაელით კერძო.

2 და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდოდეს ათასნი ათასებითა და ბევრნი ბევრეულითა და დავით გუნდითურთ მოვიდოდა ანქუშის თანა.

3 მაშინ თქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესენი, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? მიუგო ანქუშ და ჰრქუა: არა ესე თვით დავით არს, მონა იგი საულისი, მეფისა მის ისრაჱლისა, და ესე ორი წელი არს, ვინათგან ჩუენ თანა არს, და არა ვპოვე მაგის თანა ბიწი არცა ერთი.

4 და ვითარცა ესმა უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს ფრიად და ჰრქუეს მას: უკუნაქციე კაცი ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამასა, რათა არა შინაგამცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგვამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა მას თჳსსა თავებითა ამათ კაცთათა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან?

5 ანუ არა ესე იგი დავით არს, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით დასცნა ბევრეულნი?

6 და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! რამეთუ წრფელ და კეთილ-მიჩნ წინაშე ჩემსა მშჳდობასაცა და ღუაწლსაცა, და არა ვპოვე შენ თანა საქმე უკეთური ჩემდა მომართ და ამათ მთავართაცა კეთილვე უჩნ შენ.

7 ხოლო აწ უკუნიქეც შენ მშჳდობით, რათა არა გეჭუდენ შენ უცხოთესლნი ესე!

8 მიუგო დავით ანქუშს და ჰრქუა: რა შეგცოდე შენ, ანუ რა ჰპოვე ბოროტი მონისა შენისა თანა, ვინათგან მოვედ მე შენ წინაშე, რამეთუ არა მიტევებ მე მისლვად შენ თანა მოსრვად მტერთა მათ უფლისა ჩემსა მეფისათა?

9 მიუგო ანქუშ დავითს და ჰრქუა: მე თჳთ უწყი, რამეთუ სათნო ხარ ჩემდა მომართ, ხოლო მთავარნი ესე უცხოთესლთანი ესრე იტყჳან, ვითარმედ: ნუ მოვალს დავით ჩუენ თანა ღვაწლსა ამას ბრძოლისასა!

10 აწ აღიმსთუე განთიად და შევედ ერითურთ შენით ადგილსა მას, რომელსაცა დაგადგინენ თქუენ და სიტყუასა ბოროტსა გულსა შენსა ნუ დაიდებ, რამეთუ სათნო-მიჩნ წინაშე თუალთა ჩუენთა ყოვლით კერძოვე, ვითარცა მოციქული ღმრთისა გზასა. აწ აღიმსთვე და წარვედ და გზასამცა განგითენდების.

11 და წარვიდა დავით ერითურთ, განთიად დაცვად ქუეყანისა მის უცხოთესლთასა და უცხოთესლნი ბრძოდეს ისრაჱლთა.

<< ← Prev Top Next → >>