ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 27. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10263&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 განიზრახა დავით გულსა თჳსსა და თქუა: მე უწყი, რამეთუ შე-სამე-ვარდე დღესა ერთსა ჴელთა საულისთა, და არა კეთილ იყოს იგი ჩემდა, არამედ წარვიდე მე ქუეყანასა მას უცხოთესლთასა. და თუ მეძიებდეს მე საულ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა, ხოლო მე განვერე ჴელთაგან მისთა.

2 და წარვიდა დავით ექუს ათასითა მით კაცითა და მივიდა იგი ანქუშისა, ძისა მის მოაქისა, მეფისა მის გეთელთასა.

3 და დადგა დავით ანქუშის თანა გეთსა შინა, იგი თავადი და ერი იგი და ყოველი სახლი მათი და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტერი და აბგეა, ცოლი იგი ნაბალისი კარმელელისა.

4 და უთხრეს საულს, ვითარმედ: წარვიდა დავით სივლტოლით გეთად, ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, და არღარა შესძინა საულ ძიებად დავითისა.

5 და ჰრქვა დავით ანქუშს: უკუეთუ მიპოვნიეს მადლი მონასა შენსა წინაშე შენსა, მიბოძე მე ადგილი ქალაქსა ერთსა და მუნ დავჯდე და რასა ვზი მონა შენი ქალაქსა სამკჳდრებელსა სამეფოსა შენსა?

6 და მისცა მას ანქუშ მას დღესა შინა სეკელა, რამეთუ იყო სეკელა მოაქა-ჟამამდე მეფისა მის ჰურიასტანელთასა.

7 დაყო მუნ დავით აგარაკსა მას უცხოთესლთასა ოთხ თთვე.

8 და გამოვიდეს დავით და კაცნი იგი, რომელნი მის თანა იყუნეს, და დაესხნეს მახლობელსა მას სოფლებსა გესირს და ამალეკსა და ყოველსა ქუეყანასა, რომელ-იგი მკჳდრ იყუნეს მშჳდობით გესურითგან ვიდრე ქუეყანამდე ეგჳპტისა.

9 მოსრვიდეს ქუეყანასა მათსა და არა აცხოვნებდეს მამაკაცსა, არცა დედაკაცსა; და წარმოსტყუენვიდეს ცხოვარსა და მროწეულსა მათსა, რემაკებსა აქლემთა, ვირთა, სამოსელთა და მოვიდეს ანქუშისავე.

10 და ჰრქუა ანქუშ დავითს: ვიდრე კერძო მივეტევნეთ დღეს? მაშინ ჰრქუა დავით: სამხრით კერძო ჰურიასტანით და იერამელის კერძო და კენეზის კერძო.

11 და მოსრვიდა დავით მამაკაცსა და დედაკაცსა ერთბამად და არა შეუტევებდა მთხრობელსა გეთად, რამეთუ ესრეთ თქუეს: ნუუკუე უთხრან გეთელთა, ვითარმედ დავით ამას იქსო. და ესე საქმე იყო დავითისი ყოველთა დღეთა, ვიდრე იგი დამკჳდრებულ იყო ადგილსა მას უცხოთესლთასა.

12 სარწმუნო ეყო დავით ანქუშს ფრიად და თქუა ანქუშ: სირცხჳლ-უჩნდეს დავითს მისლვად აწ ერისა მის ისრაჱლისა, არამედ იყოს ესე ჩემდა მონა უკუნისამდე ჟამთა.

<< ← Prev Top Next → >>