ბიბლია, მსაჯულნი, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10225&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და შთავიდა სამსონ თამნთად და იხილა მუნ დედაკაცი ასულთაგან უცხოთესლთასა. და სათნო-უჩნდა იგი წინაშე მისსა.

2 და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.

3 და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.

4 ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.

5 და შთავიდა სამსონ და დედაჲ და მამაჲ მისი თამნათად და მიაქციეს ვენაჴოანსა მას თამნათაჲსსა, და აჰა ესერა, ლეკჳ ლომისა იზახებდა და მოეგებვოდა მას.

6 და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისმან და დააკუეთა იგი, ვითარცა თიკანი თხათაჲ და არა რაჲ იყო ჴელთა შინა. ხოლო მან არა უთხრა მამა-დედასა მისსა, რაჲ-იგი ყო.

მსაჯულნი 14:6 - Samson Kills the Lion
Samson Kills the Lion
7 და შთავიდეს და ეტყოდეს დედაკაცსა მას და სათნო-უჩნდა იგი წინაშე თუალთა სამსონისთა.

8 და მოვიდეს შემდგომად დღეთა მათ მოყვანებად მისსა და მიაქცია სამსონ ხილვად ლომის ლეკჳ, ესერა, ფუტკარი შეკრებილ იყო პირსა მის ლომისასა და გოლი თაფლისა.

9 გამოიღო პირისა მის ლომისაგან და ვიდოდა სლვით და ჭამდა და სცა მამა-დედასა თჳსსაცა და ჭამეს და არა უთხრა, ვიდრე მოიღო თაფლი იგი.

10 და შთავიდეს იგინი დედაკაცისა მის და ყო მუნ სამსონ სუმაჲ შჳდ დღე, რამეთუ ესრეთ ყჳან ჭაბუკთა.

11 და იყუნეს შეძრწუნებულ მისგან და დაადგინნეს მის თანა გმირნი ოცდაათნი, და იყოფოდენ მის თანა.

12 და ჰრქუა მათ სამსონ: დაგიდვა თქუენ იგავი და, უკუეთუ მითხრათ მე შჳდთა ამათ დღეთა სუმისათა, მოგცე თქუენ ოცდათი არდაგი და ოცდათი კუართი.

13 და უკუეთუ ვერ მითხრათ მე, თქუენ მომეცით ოცდაათი არდაგი კუართი. ხოლო მათ ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი შენი და ვისმინოთ იგი.

14 და ჰრქუა მათ სამფსონ: მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი. და ვერ უძლეს მათ თხრობად იგავი იგი სამთა მათ დღეთა.

15 და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.

16 და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?

17 და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.

18 და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.

19 და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.

20 ხოლო ცოლი იგი სამსონისი შეირთო ძმამან მისმან, რომელ-იგი იყო მოყუასი მისი.

<< ← Prev Top Next → >>