ბიბლია, რიცხვნი, თავი 34. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10151&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა. იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით.

3 და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო.

4 და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ.

5 და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ.

6 და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი.

7 და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი.

8 და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა.

9 და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ.

10 და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად.

11 და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით.

12 და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს.

13 და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა,

14 რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი.

15 ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა.

16 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

17 ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან.

18 და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად თქუენდა ქუეყანისა მის.

19 და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ:

20 ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი.

21 ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი,

22 ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი.

23 ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი ანელ, ძე ეფოდისი.

24 ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე საფტანისი.

25 ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე ფარნაქისა.

26 ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი.

27 ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი.

28 ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე ამიუდისი.

29 ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა.

<< ← Prev Top Next → >>