ბიბლია, რიცხვნი, თავი 22. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10139&pid=6&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რიცხვნი

ბიბლია - ძველი ქართულით

ლევიანნი რიცხვნი მეორე რჯული

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იძრნეს ძენი ისრაჱლისნი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.

2 და იხილა ბალაკ, ძემან სეფორისმან, ყოველი, რაჲცა-იგი უყო ისრაჱლმან ამორეველსა.

3 და შეეშინა მოაბსა ერისა მისგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყუნეს და ზარ-ჰჴდა მოაბსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.

4 და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.

5 და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.

6 და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ.

7 და წარვიდეს მოხუცებულნი მადიამისანი და სამისნველნი ჴელთა შინა მათთა. და მოვიდეს ბალაამისსა და უთხრნეს მას სიტყუანი ბალააკისანი.

8 და ჰრქუა მათ: დაადგერით მწუხრად და მიგეთხრას თქუენ საქმე, რომელ თქვას უფალმან ჩემდამო. და იყუნეს მთავარნი იგი მოაბისანი ბალაამის თანა.

9 და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა, და ჰრქუა მას: ვინ არიან კაცნი ესე შენსა?

10 და ჰრქუა ბალაამ ღმერთსა: ბალააკ, ძემან სეფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა იგინი ჩემდა და თქუა:

11 აჰა, ესერა, ერი გამოსრულ არს ეგჳპტით და დაუფარავს პირი ქუეყანისაჲ და, ესერა, დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. და აწ მოვედ და სწყევე მას, უძლო ხოლო თუ მოსრვად.

12 და ჰრქუა ღმერთმან ბალამს: არა შეხჳდე მათ თანა, არცაღა სწყეო ერი იგი, რამეთუ კურთხეულ არს.

13 და აღდგა ბალაამ განთიად, ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა.

14 და აღდგეს მთავარნი იგი მოაბისანი და მივიდეს ბალაკისა და ჰრქუეს: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვად ჩუენ თანა.

15 და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებად მთავარნი უმრავლესნი და უპატიოსნესნი ამათსა.

16 და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ესრე იტყჳს ბალაკ, ძე სეფორისი, გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა.

17 რამეთუ პატიოსნად გადიდო შენ, და რაჲცა მრქუა, ვყო შენ თანა, გარნა მოვედ და წყევე ერი ესე.

18 და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: მო-თუ-მცეს მე ბალაკ სახლი თჳსი სავსე ოქროჲთა და ვეცხლითა ვერ შემძლებელ ვარ, გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა, დამცირებად მისა, ანუ განდიდებად გულსა შინა ჩემსა.

19 და აწ იყვენით თქუენცა ღამესა ამას და გულისხმა-ვყო, რაჲ შესძინოს უფალმან სიტყუად ჩემდამო.

20 და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადილდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ესე, აღდეგ და მივედ მათ თანა და სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესრე ჰყო.

21 და აღდგა ბალაამ განთიად და დაასხნა ვირსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა.

22 და განრისხნა გულისწყრომით ღმერთი, რამეთუ მივიდა იგი. და დადგა ანგელოზი ღმრთისა დაბრკოლებად მისა. და იგი აღმჴედრებულ იყო ვირსა ზედა მისსა და ორნი ყრმანი მისნი მის თანა.

23 და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე გზასა ზედა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა, და მიიქცია ვირმან მან გზისაგან და ვიდოდა ველსა და სცა ვირსა მას კუერთხითა მოქცევად იგი გზად.

24 და დადგა ანგელოზი იგი ღმრთისა ფოლოცთა ვენაჴისათა, იყო ღობე ერთკერძო და ღობე ერთკერძო.

25 და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას, და მოჰქლიშა ფერჴი ბალამისი და შესძინა მერმე გუემად მისა.

26 და შესძინა მერმე ანგელოზმან მან ღმრთისამან და მივიდა და დადგა გზასა იწროსა, რომელსა ვერ იყო მისაქცეველ მარჯულ, ვერცა მარცხლ.

27 და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისა და დაჯდა ქუეშე ბალაამისსა. და განრისხნა ბალამ და სცემდა ვირსა მას კუერთხითა.

28 და განუღო ღმერთმან პირი მას ვირსა და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე? ესე სამგზის ყო.

29 და ჰრქუა ბალაამ ვირსა მას: რამეთუ დამიწუნე მე და, თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, მუნთქუსვემცა დაგურიმე შენ.

30 და ჰრქუა ვირმან მან ბალაამს: არა მე ვირი იგი შენი ვარა, რომელ ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან მოდღენდელად დღედმდე? ანუ შეურაცხებით შეურაცხ-გყავ სადამე შენ? ხთლო მან თქუა: არა.

31 და განუხუნა ღმერთმან თუალნი ბალაამისნი და იხილა ანგელოზი იგი ღმრთისა მდგომარე წინაშე ვირისა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა, დადრკა და თაყუანის-სცა პირითა.

რიცხვნი 22:31 - Balaam\'s Donkey
Balaam\'s Donkey
32 და ჰრქუა მას ანგელოზმან მან ღმრათსამან: რად ეც ვირსა მაგას შენსა ესე სამგზის? და, აჰა, ესერა, მე გამოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ ეგე შენი წინაშე ჩემსა.

33 და მიხილა მე ვირმან მაგან და მიაქცია ჩემგან ესე სამგზის. და თუმცა არა მიმრიდა მე ესე სამგზის, აწ შენმცა მოგკალ და ესემცა განვარინე.

34 და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა მას: უფალო, ვსცოდე, რამეთუ არა უწყოდე, რამეთუ შენ სდეგ გზასა ზედა დაყდუნებად ჩემდა, და აწ არა თუ გთნავს შენ, უკუნვიქცე.

35 და ჰრქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამს: მივედ კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელ გრქუა შენ, ესე იკრძალე სიტყუად. და წარვიდა ბალამ მთავართა თანა ბალაკისთა.

36 და ესმა ბალაკს, ვითარმედ მოვალს ბალამ. გამოვიდა წინამიგებებად მისა ქალაქად მოაბსა, რომელ არს საზღუართა ზედა აჰრონისთა, რომელ არს კიდეთა საზღუარისათა.

37 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: არა მიგივლინენა ხადიდ შენდა, რასათჳს არა მოხჳდოდე, ანუ ნანდჳლ, ვერ შემძლებელ ვარ პატივის-ყოფად შენდა.

38 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: აჰა, ესერა, მოვალ შენდა. აწ შემძლებელ მე რაჲ ვიწყო სიტყუად რაჲსამე, გინა სიტყუაჲ, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა.

39 და მივიდა ბალაამ ბალააკის თანა და მოვიდეს ქალაქთა ბალააკისთა.

40 და დაწყჳდა ბალაკ ცხოვარი და ზროხაჲ და მიუძღუანა ბალაამს და მთავართა, რომელ იყუნეს მის თანა.

41 და იყო განთიად, წარიყვანა ბალაკ ბალაამი და აღიყვანა იგი ძეგლსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ მცირედი რაჲმე მის ერისაჲ.

<< ← Prev Top Next → >>