ბიბლია, ლევიანნი, თავი 27. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10117&pid=5&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რომელმან ილოცოს ლოცვაჲ მიცემად სასყიდელი სულისა თჳსისაჲ ღმერთსა,

3 და იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ოცით წლითგან ვიდრე სამეოც წლადმდე, იყოს სასყიდელი მისი ერგასისი სატირი ვეცხლისაჲ სასწორითა წმიდითა

4 ხოლო ქალისაჲ იყოს თანა სასყიდელი ოცდაათი სატირი.

5 უკეთუ ხუთისა წლისაჲთგან ვიდრე ოცად წლადმდე იყოს, სასყიდელი წულისაჲ - ოცი სატირი.

6 ხოლო ქალისაჲ - ათი სატირი. და თთჳთ ერთითგან ვიდრე ხუთად წლადმდე იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ხუთი სატირი ვეცხლისაჲ,

7 ხოლო ქალისაჲ - სამი სატირი ვეცხლისაჲ. უკეთუ სამეოცისა წლისა უზეშთაეს იყოს, წულისაჲ მის იყოს ათხუთმეტ სატირი ვეცხლისაჲ.

8 უკუეთუ ქალი იყოს - ათ სატირ. უკუეთუ უპოვარ იყოს სასყიდლისა, დადგეს წინაშე მღდელისა მის და დასდვას მღდელმან მან სასყიდელი, რაოდენცა შემძლებელ იყოს ჴელი მისი, რომელმან-იგი აღუთქვა, ეგრეცა დასდვას სასყიდელი მღდელმან მან.

9 უკუეთუ საცხოვართაგანსა რომელსა შესწირვიდენ მსხუერპლად ღმრთისა, რომელმან შეწიროს ამათგანი უფლისა, იყოს იგი წმიდაჲ.

10 არა განსცვალო კეთილი ხენეშად, უკუეთუ განცვალებით განსცვალო იგი საცხოვარი საცხოვრად და ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ.

11 უკეთუ ყოველივე პირუტყჳ არაწმიდაჲ იყოს, რომელთაგანი არა შეიწირვის მსხუერპლად ღმრთისა, დაადგინოს საცხოვარი იგი წინაშე მღდელისა მის

12 და დასდვას სასყიდელი მღდელმან მან შორის კეთილსა და შორის ხენეშსა მას, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა ეგენ.

13 უკუეთუ ჴსნით იჴსნეს იგი, შესძინენ მეხუთე იგი სასყიდელსა მისსა. და უკუეთუ კაცმან განწმიდოს სახლი თჳსი წმიდად უფლისა, დასდვას სასყიდელი შორის ხენეშსა, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა დაემტკიცენ.

14 უკუეთუ შემდგომად განწმედისა მის იჴსნიდეს სახლსა მას თჳსსა, შესძინოს ნახუთალი ვეცხლისა სასყიდელსა მისსა და იყოს მისა სახლი იგი.

15 უკუეთუ ყანაჲ სამკჳდრებელისა მისისაჲ წმიდა-ყოს კაცმან ღმრთისა

16 და იყოს სასყიდელი მისი მსგავსად სათესავისა მისისა ოცდაათისა გრივისა ქრთილისაჲ ერგასისი სატირი ვეცხლი.

17 უკუეთუ წელიწადსა მას მიტევებისა წმიდა-ყოს ყანაჲ თჳსი, მსგავსად სასყიდელისა მის დაემტკიცოს.

18 უკუეთუ შემდგომად მიტევებისა მის წმიდა ყოს ყანაჲ თჳსი, ეგრეცა შეურაცხ-ყოს მღდელმან ვეცხლი მისი წელთა მათ დაკლებულთა ვიდრე მუნ წლადმდე მიტევებისა დააკლოს სასყიდელსა მას მისსა.

19 უკუეთუ იჴსნიდეს ყანასა მას თჳსსა, შემდგომად განწმედისა მისისა შესძინოს მეხუთე იგი ვეცხლისაჲ სასყიდელსა მისსა, და იყოს იგი მისავე.

20 უკუეთუ არა იჴსნეს ყანაჲ თჳსი და მისცეს იგი კაცსა სხუასა, არღარა იჴსნეს იგი.

21 არამედ იყოს ყანაჲ იგი გამოსრულ მიტევებასა მას წმიდა, იყოს საქებელ ღმრთისა, ვითარცა-იგი ქუეყანაჲ განჩემებული, მღდელისა იყოს იგი სამკჳდრებელ.

22 უკუეთუ ყანაჲ იგი, სადა მოუგიეს, რომელ არა არს სამკჳდრებელისაგან მისისა და იგი წმიდა-ყოს ღმრთისა.

23 შეურაცხოს მას მღდელმან მან სასყიდელისაგან მისისა ვიდრე წელიწადადმდე მიტევებისა მის და მისცეს სასყიდელი იგი მისი მას დღესა, წმიდა-ყოს ღმრთისა.

24 და წელიწადსა მას მიტევებისასა კუალად მოეგოს ყანაჲ იგი კაცსა მას, რომლისაგან მოიყიდა, რომლისაჲცა იყო ქუეყანაჲ იგი სამკჳდრებელად.

25 და ყოველივე სასყიდელი იყოს სასწორთა წმიდათა, ოცი დანგი იყოს სატირი იგი.

26 და ყოველივე პირმშოჲ საცხოვართა შორის, რომელი იყო ღმრთისა, ნუ ვინ შესცვალებნ გინა თუ ჴბოჲ, გინა თუ ცხოვარი უფლისად იყოს.

27 უკუეთუ ოთხფერჴთაგანი არაწმიდათაჲ შესცვალო, შემსგავსებულად სასყიდელისა მისისა შესძინოს ნახუთალი მისი მას ზედა. და იყოს იგი მისავე, უკუეთუ არა იჴსნეს, განიყიდოს მსგავსად სასყიდელისა მისისა.

28 და ყოველივე აღნათქუემი, რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან, რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, არა განყიდოს, არცა იჴსნეს იგი, ყოველივე შენაჩუენები წმიდაჲ წმიდათა იყოს უფლისა.

29 და ყოველივე, რომელი შეიწიროს კაცთაგან, არა იჴსნეს ჴსნით, არამედ სამკჳდრებელით მოკუდეს.

30 ყოველივე ათეული თესლისაგან ქუეყანისა ნაყოფითგან ხისაჲთ წმიდა იყოს უფლისა ღმრთისა.

31 უკუეთუ ჴსნით იჴსნეს კაცმან ათეული თჳსი, მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა, და იყოს იგი მისა.

32 ყოველივე ათეული ზროხათა და ცხოვართაჲ და ყოველივე, რაოდენი განვიდეს რიცხუსა მას კუერთხსა ქუეშე, ათეული იგი იყოს წმიდაჲ უფლისა.

33 არა შესცვალო კეთილი ბოროტად, არცა ბოროტი კეთილად. უკუეთუ შეცვალებით შესცვალო იგი, ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ, არღარა იჴსნეს.

34 ესე არიან მცნებანი, რომელნი ამცნო ღმერთმან მოსეს ძეთა მიმართ ისრაჱლისათა მთასა ზედა სინასა.

<< ← Prev Top Next >>