ბიბლია, გამოსვლა, თავი 17. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10067&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 და აღიტრა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოთ სინით დაბანაკებისაებრ მათისა სიტყჳთა უფლისათა და დაიბანაკეს რაფიდინს შინა; ხოლო არა იყო წყალი სასუმელად ერისა.

2 და ჭუოდა ერი მოსეს მიმართ და იტყოდა: მეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ! და ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა სჭუით ჩემდა მომართ? და რაჲსა განსცდით უფალსა?

3 ხოლო მოეწყურა მუნ ერსა წყალი, და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და იტყოდეს: რაჲსათჳს აღმომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოწყუედად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა და საცხოვარსა ჩუენსა წყურილითა?

4 და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ მეტყუელმან: რაჲ უყო ერსა ამას? მერე მცირედღა, და ქვაჲ დამკრიბონ მე!

5 და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარუძეღუ ერსა ამას, ხოლო მიიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან ერისათა და კუერთხი, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და მოვედ აქა.

6 რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა.

7 და უწოდა სახელი ადგილსა მას "განცდა და დრტჳნვაჲ" დრტჳნვისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისათისა და გამოცდისათჳს უფლისა და თქუმისა: უკუეთუ არს უფალი ჩუენ შორის, ანუ არა.

8 ხოლო მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაჱლსა რაფიდინს.

9 და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ თავისა შენისა მამაკაცნი და განსრული ეწყვე ამალეკსა ხვალე! და აჰა, მე ვდგე თხემსა ზედა ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა შინა ჩემსა.

10 და იყო ისო, ვითარ-იგი ჰრქუა მას მოსე, და განეწყო ამალეკსა. და მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა ბორცჳსასა.

11 და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.

12 ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.

გამოსვლა 17:12 - Aaron Holding Moses\' Arm
Aaron Holding Moses\' Arm
13 და განაქცია ისო ამალეკი და ყოველი ერი მისი სიკუდილითა მახჳლისათა.

14 და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა შინა და მიეც ყურთა ისოჲსთა, ვითარმედ: აღჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისა ცისქუეშისაგან.

15 და აღაშენა მოსე საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი `უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი".

16 რამეთუ დაფარულითა ჴელითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავთათაგან ნათესავთამდე.

<< ← Prev Top Next → >>