ბიბლია, გამოსვლა, თავი 16. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10066&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით

2 დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,

3 და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.

4 ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე გიწჳმებ თქუენ პურსა ზეცით, და განვიდეს ერი და შეკრიბონ დღისაჲ დღესა შინა, რათა გამოვცადნე იგინი, უკუეთუ ვლენან შჯულსა ჩემსა, ანუ არა.

5 და იყოს, დღესა მეექუსესა განჰმზადონ, რომელსაცა დღესა შინა შეჰკრებდენ. და იყოს ორ წილ მისსა, რომელსა შეჰკრებენ დღითი-დღედისა დღისათჳს.

6 ხოლო თქუეს მოსე და აჰრონ ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ ძეთა ისრაჱლისათასა: მიმწუხრი სცნათ, ვითარმედ გამოგიყუანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით,

7 და განთიად იხილოთ დიდებაჲ უფლისა სმენითა დრტჳნვისა თქუენისათა ღმრთისა მიერ. ხოლო ჩუენ რანი ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენდა მომართ?

8 და თქუა მოსე: მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჴორცი ჭამად და პური განთიად მაძღრივ, რამეთუ ისმინა დრტჳნვაჲ თქუენი უფალმან, რომელი იდრტჳნეთ ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვინ ვართ? რამეთუ არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვა თქუენი, არამედ ღმრთისა მიმართ.

9 და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა: შემოკერბით წინაშე ღმრთისა, რამეთუ შეისმინა დრტჳნვაჲ თქუენი.

10 ხოლო რაჟამს ეტყოდა აჰრონ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა, და მიიქცეს უდაბნოდ, და დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა.

11 და იტყოდა უფალი, მოსეს მიმართ მეტყუელი:

12 მესმა დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათა, თქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: მიმწუხრი შჭამოთ ჴორცი და განთიად განსძღეთ პურითა; და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი!

13 და იქმნა მწუხრი და აღმოვიდა მწყერმარჴილი და დაფარა ბანაკი.

14 ხოლო განთიად იქმნა დაცხრომაჲ ცუარისაჲ გარემოჲს ბანაკისა, და აჰა, პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის მარცუალი სპეტაკი, ვითარცა მყინვარი ქუეყანასა ზედა.

15 ხოლო იხილეს რაჲ ძეთა ისრაჱლისათა, ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: რაჲ არს ესე? რამეთ: არა უწყოდეს, რაჲ იყო; ხოლო მოსე თქუა მათდა მიმართ: ესე პური, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.

16 ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ კაცად-კაცადმან მისგან, რაოდენ ჯერ-იყოს, ღომორი თავად-თავად, რიცხჳსაებრ სულთა თქუენთასა, თჳთოეულმან კარავთა შინა თქუენთა შეიკრიბეთ.

17 და ყვეს ესრეთ ძეთა ისრაჱლისათა და შეკრიბეს, რომელმანმე ფრიადი და რომელმანმე მცირედი.

გამოსვლა 16:17 - Gathering Manna
Gathering Manna
18 და აღწყეს ღომორი, და არა დაჰმატდა ფრიადსა, და მცირედსა არა დააკლდა, თითოეულმან მახლობელთა თჳსთათჳს ჯეროვნად შეიკრიბა.

19 ხოლო თქუა მოსე მათდა მიმართ: ნუ ვინ დაუტეობს მისგანსა განთიადმდე!

20 და არა ისმინეს მოსესი; არამედ დაუტევეს ვიეთმე მისგანი განთიადმდე და გარდაეცა მატლი და აღყროლდა. და განმწარდა მოსე მათთჳს.

21 და შეკრიბეს იგი განთიად თჳთოეულმან წესად თავისა თჳსისა. ხოლო, რაჟამს დატფის მზე, დადნებოდა.

22 ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.

23 და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!

24 და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.

25 და ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ; დღეს არა ჰპოოთ ველსა ზედა.

26 ექუსთა დღეთა შეჰკრიბოთ, ხოლო მეშჳდე დღე შაბათი არს, არა იყოს მას შინა.

27 და იყო დღესა მეშჳდეს, განვიდეს ვინმე შეკრებად და ვერ პოვეს,

28 ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ვიდრემდის არა გნებავს სმენაჲ მცნებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?

29 იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათთაჲ. ამისთჳს მან მოგცა თქუენ დღესა მეექუსესა პური ორისა დღისაჲ; დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა, ნუმცა ვინ თქუენი განვალს თითოეული ადგილისაგან თჳსისა დღესა მეშჳდესა!

30 და შაბათობდა ეღი დღესა მეშჳდესა.

31 და სახელ-სდვეს ძეთა ისრაჱლისათა სახელი მისი მანანა. ხოლო იყო, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკი და გემოჲ მისი - ვითარცა კიპრუჭი თაფლსა შინა.

32 და თქუა მოსე: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: აღავსეთ ღომორი მანანაჲთა დასამარხველად ნათესავისაგან თქუენისა, რათა იხილონ პური, რომელი შჭამეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, ვითარცა გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით!

33 და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: მოიღე ტაკუკი ოქროჲსა ერთი და შთაასხ მას შინა ღომორი სავსე მანანათა და დასდგა იგი წინაშე უფლისა ღმრთისა დასამარხველად ნათესავთათჳს თქუენთა!

34 ვითარსახედ უბრძანა ღმერთან მოსეს, და დადვა აჰრონ წინაშე საწამებელისა დასამარხველად.

35 ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ჭამეს მანანაჲ ორმეოც წელ, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანად მკჳდროვნად, მანანასა ჭამდეს, ვიდრემდის მოვიდეს კერძოსა ფინიკიისასა.

36 ხოლო ღომორი მეათედი სამთა საწყაულთაჲ.

<< ← Prev Top Next → >>