ბიბლია, გამოსვლა, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10062&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:

2 თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ

3 და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.

4 უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მის და ვერ შემძლებელ იყუნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა, მიიღედ თითოეულად, ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.

5 ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა, საცხოვარისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოთ.

6 და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

7 და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.

8 და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ.

9 ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ, და ადრე შეჭამონ თავფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.

10 ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.

11 და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი - წელთა, ჴამლი - ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.

12 და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.

13 და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.

14 და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.

გამოსვლა 12:14 - The First Passover
The First Passover
15 შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.

16 რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

17 ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.

18 იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველსათ, ჭამად უფუველისა მწუხირითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღუარად თთჳსა მის მიმწუხრადმდე

19 შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა, ყოველმან, რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რაჲთურთით.

20 მფუვესა ნუ ვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ!

21 მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თჳთო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა!

22 და მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე რომელსა ჟამსა

23 გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა აუფლოს მომსრველსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.

24 ეკრძალენით და დაიცევით სიტყუაჲ ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე!

25 უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე.

26 და იყოს, გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

27 ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს-იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა. დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაჱლისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის სცეს.

28 და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.

29 და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას, ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუამდე პირმშოჲთგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქჳლთა მათ.

30 აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ. და იყო გოდებაჲ და ღაღადება დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი.

გამოსვლა 12:30 - Pharoah Lets Israelites Go
Pharoah Lets Israelites Go
31 უწოდა მუნთქუესვე ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა: აღდგით და წარვედით აწვე ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი იგი ისრაჱლისანი, გუალეთ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

32 ვითარცა-იგი სთქუთ, კაცით, საცხოვარით და ყოვლით აგებულებითურთ თქუენით, გარნა მე ხოლო მაკურთხევდით.

33 მაშინ იწყეს წუევად და იძულებად ეგჳპტელთა მათ, ერისა მის ისრაელისა ურვით, წყევით განსლვად ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა, რამეთუ ესრეთ გულსა დაიდვეს, ვითარმედ წუთღა თუ დაიგჳანონ, ერთბამად მოისპოს, ყოველივე იგი ერი ეგჳპტისაჲ.

34 და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუყოფელი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.

35 და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე და მოითხოვეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისაჲ და სამოსელი პატიოსანი.

36 და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაჱლისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.

37 ხოლო აღიტრნეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთდ ექუსასი ათასი მკჳრცხლი მამაკაცი, თჳნიერ ყრმა - დედებისა და ნართაული მრავალი თანააღვიდა მათ თანა და ცხოვარი და ზროხაჲ და პირუტყჳ მრავალი ფრიად.

38

39 და შექმნეს იფქლი იგი, რომელი გამოიტანეს ეგჳპტით ყუერბეულებად უცომოდ, რამეთუ არა შეზელილ იყო. და გამოჴადნეს იგინი მეგჳპტელთა და ვერ შემძლებელ იქმნნეს დათმენად, არცა საგზაული უქნეს, თავთა თჳსთა გზისათჳს.

40 ხოლო მსხემობაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი იმსხემეს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანანისასა, მათ და მამათა მათთა წელნი - ოთხას ოცდაათ. და იყო შემდგომად ოთხასოცდაათისა წლისა,

41 გამოვიდა ყოველი ძალი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.

42 ღამე წინა საჴუმილავი არს უფლისაჲ გამოყვანებისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით. ღამე იგი ესე წინა საჴუმილავი არს უფლისა, ვინაცა ყოველთა ძეთა ისრაჱლისათად იყოს ესე ნათესავსა შინა მათსა.

43 და თქუა უფალმან მოსეს და აჰრონის მიმართ: ესე შჯული არს პასექისაჲ, ყოველმან უცხონათესავმან არა ჭამოს მისგანი. და ყოველსა მონასა ვისსამე და ვეცხლით ფრდილსა წინა-დასცჳთო მას, და მაშინ ჭამოს მისგან.

44 მსხემმან და მოსასყიდელმან არა ჭამოს მისგანი.

45

46 სახლსა შინა ერთსა იჭამოს, და არა დაუტეოთ ჴორცთაგანი განთიადმდე, და აჰა განიღოთ ჴორცთაგანი გარე, და ძუალი არა შეჰმუსროთ მისი.

47 ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს იგი.

48 ხოლო უკუეთუ ვინმე მოვიდეს თქუენდა მწირი და იქმოდის პასექსა უფლისასა, წინა-დასცჳთო მას, ყოველსა წულსა. და მაშინ მოვიდეს ქმნად მისსა და იყოს ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცვეთელმან არა ჭამოს მისგან.

49 შჯული ერთი იყოს მსოფლელისაჲ და მწირისაჲ, მოსრულისა თქუენ თანა.

50 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათდა მიმართ, ეგრეთ ყვეს.

51 და იყო, მას დღესა შინა განიყვანნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ძალისა თანა მათისა.

<< ← Prev Top Next → >>