ბიბლია, გამოსვლა, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10052&pid=4&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / გამოსვლა

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა ლევიანნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

1 ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

2 მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

3 და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას.

4 და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი შეემთხჳოს მას.

5 შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.

6 აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.

გამოსვლა 2:6 - Pharoah\'s Daughter Finds Moses
Pharoah\'s Daughter Finds Moses
7 ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

8 ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

9 და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.

10 და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.

11 და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.

12 მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი და დაფლა ქჳშასა შინა.

გამოსვლა 2:12 - Moses Kills Egyptian
Moses Kills Egyptian
13 ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?

14 ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

15 ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.

16 ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა, ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა.

17 მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა.

18 და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს?

19 და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.

20 ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური.

21 და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, მოსეს ცოლად.

22 მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.

23 შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს.

24 და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.

25 და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.

<< ← Prev Top Next → >>