ბიბლია, დაბადება, თავი 25. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10025&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

2 და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

3 და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

4 და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

5 და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

6 და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

7 ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

8 და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

9 და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

10 აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

11 და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

12 და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.

13 და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

14 და მასონ და იდუმა და მასე.

15 და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

16 ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

17 და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

18 და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

19 და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

20 და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

21 და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

22 და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

23 და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

24 და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

25 და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

26 და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

27 აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

28 უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

29 შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

30 და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

31 და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

32 ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

33 ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

34 ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.

<< ← Prev Top Next → >>