ბიბლია, დაბადება, თავი 17. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10017&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.

2 და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.

3 და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:

4 და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.

5 და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.

6 და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.

7 და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.

8 მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.

9 და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.

10 და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,

11 წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.

12 და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.

13 და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.

14 და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.

15 და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.

16 ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.

17 და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.

18 და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.

19 და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.

20 ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.

21 ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.

22 დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.

23 და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.

24 ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.

25 ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.

26 ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.

27 და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.

<< ← Prev Top Next → >>